ახალი ამბები
ხაშურის მერია მოქალაქეებს სთხოვს ჰუმანიტარული დახმარების გაწევისას რამდენიმე წესი დაიცვან
ხაშურის მერია მოქალაქეებს სთხოვს, რომ უკრაინელთა დასახმარებლად ჰუმანიტარული პროდუქტის მიტანისას რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი იყოს დაცული.

- შემოწირულობა უნდა იყოს განთავსებული მუყაოს ყუთებში იმგვარად, რომ ერთგვაროვანი პროდუქტი იყოს ერთ ყუთში (მაგ: ტანსაცმელი ცალკე, ზეთი ცალკე და ა.შ).

- სასურველია, თითოეული ყუთი იყოს შეფუთული და ახლდეს წარწერა შიგნით განთავსებული პროდუქციის შემადგენლობისა და წონის მითითებით.

- თავი შეიკავეთ მინის ქილაში მოთავსებული პროდუქციის მოტანისგან, რადგან ტრანსპორტირებისას შეიძლება მინა დაიმსხვრეს, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის.


,,უკრაინასთან დამეგობრებული ქალაქების დასახმარებლად უამრავი მოქალაქე უერთდება ჰუმანიტარულ აქციას. მუნიციპალიტეტი მადლიერებას გამოხატავს თითოეული შემომწირველის მიმართ. იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა დროულად და ეფექტურად უზრუნველყოს ტვირთის გადაგზავნა, საჭიროა მოქალაქეთა მხრიდან დახმარება ჰუმანიტარული ტვირთის სწორად დახარისხებაში, რის შემდეგაც მიმღებ მხარესაც გაუიოლდება გზავნილის დანიშნულების მიხედვით გამოყენება.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაუიკავშირდით: ხაშური. ტაბიძის ქ.N2 ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული. საკონტაქტო ტელეფონი: 244838
Print

სტატიის გამოყენების პირობები