ახალი ამბები
ექსკურსიისთვის შეგროვებული თანხა უკრაინისთვის - ტეზერის სკოლა
ტეზერის სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსიისთვის თანხა შეაგროვეს, თუმცა პანდემიის გამო, ვერ წავიდნენ. თანხას ეტაპობრივად უმატებდნენ, უფრო მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების მოლოდინსა და ოცნებაში.

,,დღეს, ჩემდა არგასაკვირად, ერთხმად გადაწყვიტეს უკრაინელი მეგობრების დახმარება მცირედით… გავბედნიერდიიი… მადლობა, ჩემო დიდგულა ,,პატარებო" და ერთგულო მშობლებო.'' - აცხადებს სკოლის პედაგოგი ლალი გოგუაძე.

უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვლიდან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ქვეყანაში რუსეთის არმია შეიჭრა და პრეზიდენტ ზელენსკის პროდასავლური კურსის გამო ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები