ახალი ამბები
უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს - დავით რაზმაძე
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაზე აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე წარმოდგენა დაკარგა. 

მისი თქმით, 45 მლნიანი ქვეყანა რუსეთის დაჟანგულ არმიას წინააღმდეგობას უნდა უწევდეს.

"ეს ნარატივი, იმის მაგივრად, რომ გაჭირვებულ ხალხს… ხალხს თორემ, უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ რომ, როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45 მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებულ რუსულ არმიითვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია", — განაცხადა რაზმაძემ.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის არმია შეიჭრა და ცდილობს ზელენსკის მთავრობა ჩამოაგდოს.

რაც შეეხება რაზმაძეს, მან გააკრიტიკა საქართველოში პოლონეთის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩის მოწოდებაც გორში სტალინის მუზეუმის დახურვის შესახებ.

"პოლიტიკური პირი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, მით უმეტეს, ისეთი ქვეყანა, როგორიც პოლონეთია — ჩვენი მეგობარი და ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა არის, მისი ეკონომიკა სერიოზულ წინსვლას განიცდის. იცით როგორი თემაა? სტალინის აპოლოგეტი არ არის ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ არსებული მუზეუმი არის ძალიან სერიოზული შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თან ეს მუზეუმი ექვემდებარება კულტურის სამინისტროს. მე ვფიქრობ, ეს განცხადება [ელჩის] იყო ძალიან არასერიოზული, თან პირდაპირ ეკონომიკაზე იყო დარტყმა, რომ თქვენი შემოსავლები მე არ მაინტერესებს, დახურეთო… სტალინი ვინ იყო, როგორ იყო, თქმა არ არის საჭირო, ყველამ კარგად იცის, მაგრამ დედა რომ მყავდეს რუსი და მითხრან, რომ რაზმაძე, დედაშენი გაუშვი სახლიდან, რაღაც აგის მსგავსი იყო… ვერ ჯდება ვერფერში", — განაცხადა რაზმაძემ.

პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და სხთოვს, გორში სტალინის მუზეუმი დახუროს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები