ახალი ამბები
8 მარტი სოფელ ბეღლითში - გულნარა გელაშვილი
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლითში ზამთრის განმავლობაში ერთადერთი ადამიანი რჩება.

მაღალმთიან დასახლებაში 83 წლის გულნარა გელაშვილი ცხოვრობს. ის დღეს, 8 მარტს ხაშურის საკრებულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს.



,,15 წელია, გულნარა გელაშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ზამთარშიც არ ტოვებს სოფელს, პატრონობს მარტო დატოვებულ სახლებს, სურს სოფელში მეტი ადამიანი დაბრუნდეს.'' - აღნიშნულია საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები