ახალი ამბები
ნალექიანმა ამინდებმა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მეგაფონის კავშირგაბმულობას პრობლემები შეუქმნა
ნალექიანმა ამინდებმა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ,,მეფაფონის'' მობილურ კავშირგაბმულობას პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

სააგენტო ,,რესის'' ცნობით, თოვლმა და ქარბუქმა ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია, რაც სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ართულებს.

რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე, ,,მეგაფონის'' ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას პირდება, რომ ავარიული გათიშვის შემთხვევაში, აღდგენითი სამუშაოები დროულად ჩატარდება.

"კომპანიის დაფარვის ზონა მოიცავს 70-ზე მეტ საბაზო სადგურს, რომელთა უმეტესობა მდებარეობს მაღალმთიანეთში. თოვლი, ყინული, იწვევს ელექტროენერგიის სისტემატურ გათიშვას, ართულებს სარემონტო სამუშაოებს. ამასთან დაკავშირებით, აღჭურვილობის მოვლა ჩატარდა ყველა საკომუნიკაციო ობიექტში, მათ შორის მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში, ზამთრის დადგომამდე ობიექტები აღვჭურვეთ ბატარეებით. ელექტროენერგიის ხანგრძლივად გათიშვის შემთხვევაში, საკომუნიკაციო საშუალებების უმეტესობას აქვს სტაციონარული გენერატორების კომპლექტები, რომლებიც საშუალებას აძლევს მოწყობილობას, რომ მიაწოდოს ელექტროენერგია", - აღნიშნულია მეგაფონის ადმინისტრაციის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები