ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 17 მარტი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 888 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 639 678-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.92% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.54%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 594 011-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 612 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა,

აჭარა - 32,

იმერეთი - 111,

ქვემო ქართლი - 29,

შიდა ქართლი - 50,

გურია - 42,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53,

კახეთი - 88,

მცხეთა-მთიანეთი - 25,

სამცხე-ჯავახეთი - 10,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 029 საიდანაც, 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში - 222. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 280 პირი, მათ შორის, თბილისში - 137, აჭარაში - 40, იმერეთში - 49. 28 043 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები