ახალი ამბები
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა „სამაჩაბლოს ისტორიის ფონდის“ პრეზენტაცია
6 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა „სამაჩაბლოს ისტორიის ფონდის“ პრეზენტაცია.

შეხვედრა გახსნა, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ფონდის დამფუძნებელმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფონდის შექმნის წინაპირობებზე, მიზნებსა და ამოცანებზე.

ფონდის მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიის ისტორიის სწორი რაკურსით შესწავლას. ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ლიტერატურლი კონკურსების, გამოფენების, საზაფხულო სკოლების, სტიპენდიების და სხვა საინტერესო პროექტების განხორციელება.

ფონდის დამფუძნებელმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს, დამსწრე საზოგადოებას დაინტერესებისა და მიმიდნარე პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

საზოგადოებას ფონდის დაარსება მიულოცეს: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტმა, ბატონმა როინ მეტრეველმა, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ბატონმა იოსებ ჭუმბურიძემ, პროფესორმა ნიკო ჯავახიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბატონმა ვალერიან მჭედლიძემ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ.

პრეზენტაციას მუსიკალურად აფორმებდა გორის უნივერსიტეტის ბენდი, „კანუდოსი“.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გადაეცათ პროფესორ გიორგი სოსიაშვილის მონოგრაფია „სამაჩაბლოს ისტორია“.
Print

სტატიის გამოყენების პირობები