ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 25 მარტი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 247 პირი. კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა,

აჭარა - 28,

იმერეთი - 81,

ქვემო ქართლი - 20,

შიდა ქართლი - 34,

გურია - 60,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46,

კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი -10,

სამცხე-ჯავახეთი - 5,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 889 საიდანაც, 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 374, აჭარაში - 53, იმერეთში - 141. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში - 107, აჭარაში - 27, იმერეთში - 30. 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 645 301-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 611 688-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 698 პირი ემსხვერპლა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები