ახალი ამბები
ღამით ,,შუა ქუჩაში" მიტოვებული მანქანა ნახა გორის პატრულმა
წუხელ გორში სავარაუდოდ ავარია მოხდა. დაზიანებული მანქანა იუსტიციის სახლის წინ ნახეს.

მანქანამ ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც პატრულის თანამშრომლებმა შუა გზაზე მდგარი შეამჩნიეს.

,,ვინ იჯდა საჭესთან, სად მოხდა ავარია?" - ეკითხებოდნენ პოლიციელები იქვე მყოფ ტაქსის მძღოლებს.

ტაქსის მძღოლებმა განაცხადეს, რომ მათ არ დაინახავთ არც ავარია და არც ის, თუ ვინ მოიყვანა მანქანა იუსტიციის სახლთან:

,,არც მძღოლი ჩანს და არც ნაავარიები ადგილი" - ესაუბრებდნენ პოლიციელები ტელეფონით სავარაუდოდ ზემდგომ პირებს.

მანქანა, რომელსაც წინა მხარე დაზიანებული ჰქონდა, საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.  გრძელდება მოკვლევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები