ახალი ამბები
გორის გვირაბში 30 მარტის 00:00 სთ-დან 03:00-მდე მოძრაობა იკრძალება
გორის საავტომობილო გვირაბში, 2022 წლის 30 მარტს  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ავტომობილების გადააგილებაზე შეზღუდვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო დაწესდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 30 მარტის 00:00 სთ-დან 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები