ახალი ამბები
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამყოფი ხაზი მოინახულა
დანიური დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის, იეპპე კოფოდის ხელმძღვანელობით, ეწვია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

მისიის ცნობით, სტუმრებს საქართველოში ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა მარეკ შჩიგელმა უპასპინძლა.

,,მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი შეხვდა დელეგაციას სოფელ მუხრანში და შემდეგ სტუმრებთან ერთად გაემართა ოძისის რაიონში, მათ შორის ოძისში გადაკვეთის პუნქტზე. იქ მან მიაწოდა საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია იმაზე, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს გადაკვეთის პუნქტის 2.5 წლიან დახურვას ადგილობრივ მოსახლეობაზე.'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები