ახალი ამბები
დონბასში დაიღუპა ცხინვალელი მომღერალი რობერტ კულუმბეგოვი
დონბასში დაიღუპა ცხინვალელი მომღერალი რობერტ კულუმბეგოვი. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

კულუმბეგოვი იყო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტი.

ცხინვალის მედიის ცნობით, რობერტ კულუმბეგოვი უკრაინაში საბრძოლველად რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთად გაემგზავრა.

ამავე სტატიის ცნობით, მასთან ერთდ ერთი აფხაზი და ერთი რუსი მოხალისე გარდაიცვალა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთიდან მოხალისეთა მორიგი ჯგუფი 5 დღის წინ გაემგზავრა. ისინი ჰუმანიტარულ ტვირთს და, ასევე, რუსეთის სამხედრო ბაზიდან წასულ რუს სამხედროებს გაყვნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცხინვალში რამდენიმე ათეული ოსი სამხედრო დაბრუნდა, რაც დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმაც დაადასტურა. ის თანამოქალაქეებს მიმართავდა, რომ არ გაეკიცხათ უკან დაბრუნებული მებრძოლები, რადგან საჭირო იყო უფრო მეტი ორგანიზებულობა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები