ახალი ამბები
ხაშურში ეკო კლუბი ,,მწვანე ოცნება'' საჩუქრად 25 ნერგს მიიღებს
ხაშურის მე-7 სკოლის ეზოში მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიება განხორციელდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ეკო - კლუბი "მწვანე ოცნება".

კლუბმა გამარჯვება მცირე გრანტების კონკურსში მოიპოვა, რომელიც ,,Let's Do It საქართველომ'' გამოაცხადა.

პროფესიონალმა მხატვარმა სკოლის ეზოში მდებარე ბეტონის კედელი მოხატა თემაზე: "ადამიანი და გარემო"



სახალისო აქტივობები წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, თითოეული მათგანი სიმბოლური ნივთებით დასაჩუქრდნენ.

დასუფთავების აქციის დროს სკოლის ეზოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 კგ-მდე ნარჩენი შეაგროვეს..

დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებებიც, კერძოდ, ,,let's do it საქართველო'' სკოლას 25 ხის ნერგს გადასცემს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები