ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონებში ვიზიტი დაიწყო. ამის შესახებ იტყობინება მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი.

„გახსოვთ, წინა წელს პრემიერ-მინისტრი 63-ვე მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინა, შესაბამისი დავალებები გასცა და დაჰპირდა, რომ პირადად გაეცნობოდა შედეგებს“, - წერს გიორგობიანი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

მისივე ცნობით, პირველი რეგიონი მთავრობის მეთაურის ტურნეში აჭარაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები