ახალი ამბები
უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჟურნალისტებმა ქუჩებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ნახეს
უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს,  ჟურნალისტებმა ქუჩებში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების გვამები ნახეს.  

AFP-ს რეპორტიორმა მინიმუმ 20 ასეთი გვამი დაითვალა. მათგან მინიმუმ ერთს, ხელები ჰქონდა შეკრული.

ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნეს, მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა კიევის ოლქი დატოვეს. მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო.

ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა AFP-ს უთხრა, რომ 20-ივე მათგანს ტყვიან უკნიდან აქვს მოხვედრილი. მისი თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ ქალაქში 280 ადამიანია მკვდარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები