ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 4 აპრილი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 208 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 685 პირი, კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 208 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 106 შემთხვევა,

აჭარა - 10,

იმერეთი - 16,

ქვემო ქართლი - 16,

შიდა ქართლი - 4,

გურია - 14,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19,

კახეთი - 14,

მცხეთა-მთიანეთი -3,

სამცხე-ჯავახეთი - 1,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 003 საიდანაც, 491 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 261, აჭარაში - 30, იმერეთში - 92.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 127 პირი, მათ შორის, თბილისში - 78, აჭარაში - 17, იმერეთში - 14.

3 512 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 649 430. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 628 643. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 758 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები