ახალი ამბები
დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა
დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საქართველოს მთავრობაში დღეს განხორციელებული ცვლილებების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მთავრობის შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ. ვიცე-პრემიერი და საქართველოს საგარეო მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საქართველოს სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში. მინდა ბატონ დავით მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. 

ზალკალიანს მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის. ის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები