ახალი ამბები
ზეღდულეთში ინვესტორებს მიწის დამუშავების საშუალება კვლავ არ მისცეს
დაძაბული იყო დღეს ვითარება სოფელ ზეღდულეთში - მოსახლეობამ 80-მდე ჰექტარი სადავო მიწის დამუშავების პროცესი გააპროტესტა.

მას შემდეგ რაც ტერიტორიაზე ტრაქტორი შევიდა და საძოვრების მოხვნა დაიწყო, ადგილობრივებიც გამოჩნდნენ და ტექნიკას მიწა დაატოვებინეს.

ადგილზე მობილოზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

ზეღდულეთელები ამბობენ, რომ ფართობს არ დათმობენ, რადგან ეს მათი სოფლის ერთადერთი საძოვარია. ზეღდულეთში ჰექტრობით მიწის ფართობი წლების წინ, რამდენჯერმე გასხვისდა, ახალი ინვესტორი მიწის დამუშავებას თითქმის ერთი წელია ვერ ახერხებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები