ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 5 აპრილი
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 389 პირი. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 219 შემთხვევა,

აჭარა - 12,

იმერეთი - 80,

ქვემო ქართლი - 39,

შიდა ქართლი - 28,

გურია - 31,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54,

კახეთი - 53,

მცხეთა-მთიანეთი -23,

სამცხე-ჯავახეთი - 17,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 189 საიდანაც, 482 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 264, აჭარაში - 26, იმერეთში - 91. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 121 პირი, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 18, იმერეთში - 10. 3 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 650 008-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 032-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 761 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები