ახალი ამბები
ინგლისური ენის პედაგოგი გორიდან, რომელიც უკრაინიდან დევნილ მოსწავლეებს უფასოდ ასწავლის
გორის უნივერსიტეტის ლექტორი, ამავე დროს, გორის საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან მაია ბოლაშვილი უკრაინიდან დევნილ მოსწავლეებს ინგლისურ ენას უფასოდ შეასწავლის.

ამის შესახებ პედაგოგმა განცხადება გუშინ 4აპრილს გაავრცელა. გუშინვე მას დაუკავშირდა მე-10 კლასელი მოსწავლე, რომელიც გორში ცოტა წინ ოჯახთან ერთად ჩამოვიდა:

,,ამ წუთს დამირეკა ჩემმა მე10 კლასელმა მარიოპოლელმა მომავალმა მოსწავლემ. ვერაფრით დავიჯერე, რომ თვითონ მესაუბრებოდა, იმდენად უკვე დაკაცებული, უძიროდ სევდიანი ადამიანის ხმა ჰქონდა ტელეფონში, მეგონა, მამა მესაუბრებოდა. საოცარი რამ მთხოვა: ''შეგიძლიათ, ქართულ-ინგლისურად მამეცადინოთო?'' ღმერთო, ამდენი მგონი არასდროს მიტირია.. ასე ნაადრევად აბერებს, ბავშვობას უსპობს, აუპატიურებს, სამუდამოდ ასახიჩრებს და ხოცავს პუტინის ძირგამომპალი რუსეთი ყველაზე უსუსურ არსებებს...'' - აცხადებს მაია ბოლაშვილი.

იხ. უფრო ვრლაც პედაგოგის შესახებ:

ლექტორი პანდემიისას - მაია ბოლაშვილი


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები