ახალი ამბები
კასპს ქარბორბალამ გადაუარა
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას ქარბობალამ გადაურა. ამის შესახებ კასპის მერიაში გვითხრეს.

როგორც ერთ-ერთი სოფლის წარმომადგენელმა გვითხრა, სტიქია 28 მარტს მოხდა. მათი ინფორმაციით, ძირითადად სახლის სახურავები დაზიანდა.



სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, როგორც კასპში, ასევე მუნიციპალიტეტის 10 სოფელში.



სახურავები დაზიანდა შემდეგ სოფლებში:

გომში, მეტეხში, ახალციხეში, კალოუბანში, ხანდაკში, ერთაწმინდაში, გარიყულაში, იგოეთში, ფერმასა და აღაიანში. რაც შეეხება ქალაქ კასპში, აქ 6 ოჯახის საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები