ახალი ამბები
სურამის მეორე სკოლის მოსწავლეთა ,,მწვანე ხელები'' ბებოსთვის
სურამის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ის ადამიანები გაახარეს, რომლებსაც მზრუნველობა და დახმარება სჭირდება.

,,მწვანე ხელები'' - ასე ჰქვია სკოლის ეკო კლუბს, რომელსაც პედაგოგი შორენა გრიგალაშვილი ხელმძღვანელობს. მან და მისმა კოლეგამ, თამუნა დავლაშერიძემ დღეს, ხარების დღესასწაულზე ასეთ ადამიანებს მოუწყეს სიურპრიზი.

როგორც პედაგოგი აცხადებს, დღევანდელი აქტივობა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესაც მიუძღვნეს:



,,დღეს ერთი ოჯახი გავახარეთ და მოხუც ბებოს ჯანმრთელობა ვუსურვეთ. ჩვენი მცირედი დახმარება ვფიქრობ, ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს ყოველდღიურ პრობლემებს.. მადლობა ჩვენი კლუბის არაჩვეულებრივ ბავშვებს.'' - აღნიშნავს პედაგოგი შორენა გრიგალაშვილი.

მოსწავლეთა კლუბის საქმიანობით აღფრთოვანებულია ხაშურის რესურსცენტრიც. 4 აპრილს პედაგოგმა რესურსცენტრის ხელმძღვანელისგან სპეციალური წერილიც მიიღო:



,,ჩვენ თვალყურს ვადენებთ თქვენს საქმიანობას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის'' - სწერს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.

მოსწავლეებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ ისეთი დღეებიც, რომლებიც ცხოველებისა და ფრინველების დაცვას ემსახურება. ასე მაგალითად, 1 აპრილს, ფრინველთა საერთაშორისო დღეს სპეციალური აქცია მოაწყეს.

ამ დღეს ყოველწლიურად UNESCO-ს პროგრამა,, ადამიანი და ბიოსფეროს"ფარგლებში აღინიშნება.

,,Ფრინველების დასაცავად მნიშვნელოვანია მათი საარსებო გარემოს შენარჩუნება. Ამისათვის ეკო კლუბის ,,მწვანე ხელების" წევრებმა შევიტანეთ ჩვენი წვლილი ფრინველების გადარჩენაში და მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. Მოსწავლეების მიერ დამზადებული ფრინველთა,, სახლები" დავამაგრეთ უსაფრთხო ადგილებზე ჩვენი სკოლის ეზოში. მადლობა ჩემ პატარებს თანამშრომლობისათვის.'' - აღნიშნავს პედაგოგი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები