ახალი ამბები
ხაშურის N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის პირველ კლასში უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა.

დღეს პატარა დავითი ახალ თანაკლასელებს და მასწავლებელს პირველად შეხვდა.

დავითი კლასში სკოლის დირექტორმა, თამარ გაგლოშვილმა, რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა - საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის მერმა მიაცილეს.

რესურსცენტრის უფროსმა, დავითს, სიმბოლურად, სასკოლო ნივთები გადასცა საჩუქრად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები