ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის ბერშუეთის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საავტომობილი გზის ბერშუეთი - სობისის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

3 265 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და მიერთებები.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთსა და სობისს მოიცავს, შესაბამისად გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც. ათეულობით წელი გზის დაზიანებული საფარი პრობლემებს უქმნიდა, როგორც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც.

პროექტი ზაფხულში დასრულდება
Print

სტატიის გამოყენების პირობები