ახალი ამბები
NEO TV - ახალი მედიაორგანიზაცია გორში, სადაც სპეციალურ გადაცემებს უკრაინელებთან ერთად მოამზადებენ
გორში შეიქმნა ახალი მედიაორგანიზაცია NEO TV, სადაც საწყის ეტაპზე მუშაობის დაწყებას, უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, აპირებენ. ორგანიზაცია გორის მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე დაფუძნდა,

დამფუძნებლები არიან ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური და მეცნიერებათა სკოლის ხელმძღვანელი ეკატერინე სუხიშვილი.

ნინო ჩიბჩიური ევროკავშირის მშვიდობის პრიზის მფლობელია. მას დევნილ ადამიანებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 14 წელია ხელმძღვანელბს ჟურნალს ,,ლიახვის ხეობა'', სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილებთან ერთად მუშაობს.

,,გახსოვთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მე და ჩემმა კოლეგებმა, საკუთარ ქვეყანაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად და მათ შორის კავშირების შესანარჩუნებლად, სპეციალური გამოცემისთვის დავიწყეთ მუშაობა, რომელიც მე-14 წელია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მოქალაქეებს სჭირდებათ, რომლებიც რუსეთის შეჭრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ლტოლვილებად იქცნენ. ამიტომ ჩემი და ეკა სუხიშვილის ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა მედიაორგანიზაცია NEO TV, სადაც განსაკუთრებულ აქცენტს მსოფლიო გამოწვევების ფონზე უკრაინისა და საქართველოს პერსპექტივებზე გავაკეთებთ.'' - ამბობს ნინო ჩიბჩიური.

მისი განმარტებით, საწყის ეტაპზე მუშაობას უკრაინის მოქალაქეებთან ერთად იწყებს რომლებიც სპეციალურ გადაცემას მოამზადებენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულ თანამოქალაქეებთან კონტაქტებს აღადგენენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები