ახალი ამბები
ყველა ოპოზიციური კანდიდატი აცხადებს, რომ მეორე ტურში მხარს გაგლოევს დაუჭერს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

პირველ ტურში გამარჯვებულად თავი ,,ნიხასის'' ლიდერმა ალან გაგლოევმა გამოაცხადა.

დანარჩენი 3 კანდიდატი მეორე ტურში მხარს მას დაუჭერს. ამის შესახებ სააგენტო ,,ტასს'' განუცხადეს.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ: ანატოლი ბიბილოვი (მოქმედი პრეზიდენტი); ალან გაგლოევი, ალექსანდრე ფილიევი, ჰარი მულდაროვი და ტასოევი.

76-დან 69 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები:

ჯავის რაიონი ⠀

გაგლოევი - 1032⠀
ბიბილოვი - 947⠀

ცხინვალის რაიონი

გაგლოევი - 801⁣⠀
ბიბილოვი - 1278⁣⠀

ზნაურის რაიონი

გაგლოევი - 879⠀
ბიბილოვი - 739⠀

ახალგორის რაიონი

გაგლოევი - 854⠀
ბიბილოვი - 462

ჯამში ალან გაგლოევს - 3566 ხმა, ხოლო ანატოლი ბიბილოვს - 3426. სულ რეგისტრირებულია - 35 347 ამომრჩეველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები