ახალი ამბები
გორის მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა შეუძლებელია
გორის მერიაში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ანგარიშიდან ტოტალიზატორის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა შეუძლებელია.

ამის შესახებ მერიის ფინანსური სამსახურის უფროსმა დალი ტლაშაძემ გვითხრა. მას კულტურის ცენტრის გარშემო აგორებულ სკანდალზე ვთხოვეთ განმარტება.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის კულტურის ცენტრიდან ბუღალტერი თანხებს ტოტალიზატორში რიცხავდა.

,,ასეთი რამ შეუძლებელია მოხდეს.'' - ამბობს დალი ტლაშაძე.

რა მოხდა სინამდვილეში? ან რა ფაქტთან შეიძლება გვქონდეს საქმე?

გორის მერიის ფინანსური სამსახურის უფროსი დალი ტლაშაძე ამბობს, რომ გაუჭირდება შეფასების გაკეთება, რადგან ხელთ არ აქვს მასალები:

,,აუდიტის სამსახური მუშაობს და კულტურის ცენტრიდან მოვითხოვეთ ინფორმაცია. წარმოდგენილი იყო დოკუმენტები ინფორმაციის სახით. სიმართლე გითხრათ, იმ ფორმით, რა ფორმითაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, გაუგებარი იყო, პირადად ჩემთვისაც'' - ამბობს დალი ტლაშაძე.


იხ. ამავე თემაზე

საეჭვო გადარიცხვები გორის კულტურის ცენტრში
Print

სტატიის გამოყენების პირობები