ახალი ამბები
30 მარტს ნიუ-იორკიდან ,,ოქროს არწივის'' მედლები მიიღეს მხატვრებმა - ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა
მხატვრებმა ანგელინა დამენიამ და გელა ფილაურმა გაიმარჯვეს ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო კონკურში “ხელოვნება და საზოგადოება | ART & SOCIETY”.

გამოფენა გაიმართა ვირტუალურ სივრცეში New York Realism Online Gallery.

2022 წლის 30 მარტს ნიუ-იორკის მხატვართა საზოგადოებამ (NEW YORK REALISM FINE ART) მხატვრებს აცნობა, რომ ისინი დაჯილდოვებულნი არიან ოქროს არწივის GOLDEN EAGLE  მედლებით.

კერძოდ, ანგელინა — ფენტეზის, ხოლო გელა — რეალიზმის კატეგორიაში.



ანგელინა და გელა ამ საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მესამედ ღებულობენ მონაწილეობას — 2016 წელს ჩაერთნენ პროექტში «ART WINDOW», როდესაც ორივე დაჯილდოვდა თავიანთი პირველი ოქროთი, შემდგომ — 2019-ში, პროექტში «ART & BEYONG», სადაც მოიპოვეს «ოქროს პალიტრა» და «ოქროს არწივი».

2019 წლის ოქტომბერში I ადგილი და 2 ოქრო (სხვადასხვა ნომინაციებში, კერძოდ, — დამენია აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის და ფილაური თემატურ კომპოზიციაში) მიიღეს, ხელოვნების XX საერთაშორისო ფესტივალზე.

ანგელინა დამენია და გელა ფილაური აქტიურად მონაწილეობენ ონლაინ არტ-პროექტებში, მათი შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია ერთობლივ ვებ-გვერდზე www.damenia-philauri.com



Print

სტატიის გამოყენების პირობები