ახალი ამბები
გორში ძლიერმა ქარმა სახურავები დააზიანა
გორის მერიის საინფორმაციო გვერდის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, დაზიანებულია მე-4 საჯარო სკოლის სპორტდარბაზის სახურავი.

ასევე კომბინატის დასახლების ტერირტორიაზე მდებარე სამი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი.

დაშავებულები არ არიან.

ძლიერი ქარი, ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი გორის მუნიციპალიტეტში 12-13 აპრილს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილს, გორში, 15-16 საათისთვის ქარის სიჩქარე კიდევ უფრო მოიმატებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები