ახალი ამბები
გორის გარკვეულ უბნებზე დენის მიწოდება შეწყდა
გორის გარკვეულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

ამის მიზეზი ძლიერი ქარია, რომელიც წვიმიან ნალექს ახლდა.

სადენები დაზიანდა წმინდაწყლია დასახლებაში, ხოლო კომბინატის დასახლებაში სამ კორპუსს სახურავები ახადა.

მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია მეოთხე საჯარო სკოლის  სპორტდარბაზის სახურავიც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები