ახალი ამბები
გორში გვიან ღამით რუსეთიდან სავაჭრო ტვირთები შემოვიდა
გორში, გვიან ღამით, რუსეთიდან ათი ტრაილერი შემოვიდა. მსოფლიო სანქციების ფონზე, რუსულინომრიანმა მანქანებმა გორი უპრობლემოდ გაიარა.

კოლონამ გაიარა ასევე სოფელი ხიდისთავი, სადაც პოლიციის რამდენიმე საგუშაგოა. შემდეგ ატენისკენ დაიძრა. 

დილით ვნახეთ, რომ ტვირთები შპს გენას ტერიტორიაზე ატენის შესასვლელში დაიცალა.




კომპანია ,,გენა'' დაფუძნდა 2017 წელს. აღნიშნულმა კომპანიამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბაზის მიხედვით, 2021 წელს მმართველ პარტიას 16 000 ლარი შესწირა.

სახელმწიფო შესყიდვებში კომპანია არ მონაწილეობს. ერთდერთი ხელშეკრულება გორის მე-4 სკოლამ ერთი წლის წინ დადო, რომლითაც მისგან სპორტული ლეიბები შეიძინა.

ამ ფაქტით ცხადია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობი გრძელდება, მაშინ როდესაც, დასავლეთმა უკრაინაში შეჭრისა და სეპარატისტული რეგიონების (ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების) დამოუკიდებლობის აღიარების გამო რუსეთს უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები დაუწესა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები