ახალი ამბები
გორში ქარის სტიქიის შედეგად 82-წლის ქალი მსუბუქად დაშავდა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ის საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა, რომლებსაც უამინდობის გამო სახურავები დაუზიანდა.

ამის შესახებ ინფორმაცია გორის მერიიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელი კორპუსების ნაწილს, დაზიანებულია მე -4 საჯარო სკოლის დარბაზის სახურავის ნაწილი.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და ყველა შესაბამისი უწყება. მუნიციპალიტეტის მერმა ის საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა, რომლებსაც უამინდობის გამო სახურავები დაუზიანდა.

“მაქსიმალურად დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას. სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესწავლა. შემთვევის ადგილებზე უკვე მოხდა დათვალიერება, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. სტაბილურია 82 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარობა, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა. სასწარაფო დახმარების ჯგუფმა მას გაუწია შესაბამისი დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები