ახალი ამბები
ჭალის მე-13 კორპუსის სკვერი გაძარცვულია - გორის მერია
თამარ მეფის მე-5 კვარტალში, მე-13 კორპუსის მიმდებარედ არსებული დასასვენებელი და სპორტული სივრცე.

სკვერში, რომელსაც რეაბილიტაცია 2021 წელს ჩაუტარდა, დაზიანებულია ატრაქციონები და სკამები. ცუდ მდგომარეობაშია სკვერის მიმდებარედ არსებული კალათბურთის მოედანიც.



სამწუხაროა, მაგრამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთხელ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა.

,,მერიის მხრიდან უამრავი თხოვნისა და გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი კვლავ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით გამოირჩევა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მიმართ. გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოიჩინეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ნუ დააზიანებთ გარემოს და გაუფრთხილდით საერთო სარგებლობის ტერიტორიებს.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები