ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 13 აპრილი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 348 პირი, ხოლო გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა,

აჭარა - 11,

იმერეთი - 45,

ქვემო ქართლი -20,

შიდა ქართლი - 18,

გურია - 11,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 15,

კახეთი - 11,

მცხეთა-მთიანეთი -11,

სამცხე-ჯავახეთი - 2,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 234 საიდანაც, 378 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 214, აჭარაში - 21, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 14, იმერეთში - 8. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 235. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 632 194. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები