ახალი ამბები
როგორ იმართება ქვეყნის ელექტროსისტემა - გორის მე-12 სკოლის უფროსკლასელებმა შემეცნებითი ტური მოაწყეს
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-ს გორის მე-12 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.

მოსწავლეებმა ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი მოინახულეს, საიდანაც ქვეყნის ენერგოსისტემა იმართება.

ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში ენერგეტიკის, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ფუნქციონირებისა და მისი როლის შესახებ, მცირე ლექცია ჩაუტარდათ.

ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს "ეპ ჯორჯია გენერაციის" კუთვნილი ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური და სსე-ის ქვესადგური "ნავთლუღი-220", გაეცნენ ქვესადგურისა და ჰესის მუშაობის სპეციფიკასა და სამუშაო პროცესს, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირებაში.

ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ შემეცნებითი ტურის განხორციელება 2016 წელს დაიწყო.

თავდაპირველად, საგანმანათლებლო პროგრამა დედაქალაქის სკოლების უფროსკლასელებისთვის ხორციელდებოდა, 2017 წლიდან კი, პროგრამა გაფართოვდა და მასში რეგიონების სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთნენ.

ამ პერიოდის განმავლობაში, სსე-მ უმასპინძლა თბილისის, სვანეთის, გურიის, სამეგრელოს, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონების სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები