ახალი ამბები
ხაშურის მერიამ 1 წელიწადში 8 სასტუმროსა და 4 კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა
ხაშურის მერიამ გასული 1 წლის განმავლობაში მშენებლობის 110 ნებართვა გასცა, აქედან, საცხოვრებელ სახლებზე - 43, კომერციულ ობიექტებზე - 9;

8 ნებართვა ეხება სასტუმროს მშენებლობას, საიდანაც 7 კოტეჯების კომპლექსს წარმოადგენს.

ხაშურის საკრებულოს სივრცითი მოწყობის კომისიის ცნობით,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იგეგმება რკინის კონსტრუქციების დამამზადებელი საწარმოს მშენებლობაც.

ასევე მოითხოვეს 1 ფერმისა და 1 სკოლის აშენება.

რაც შეეხება დანარჩენ ნებართვებს, მასში შედის: ძველი შენობის დემონტაჟი - 13; რეკონსტრუქცია - 15; დამხმარე სათავსო - 2; ღობე - 3; ავტოფარეხი - 2; ავტოსამრეცხაო - 9 და ა.შ.

როგორც კომისია იტყობინება, მოცულობით ყველაზე დიდი ობიექტებია:

4 სასტუმრო - მათგან 3 კოტეჯების კომპლექსი. დამატებით მიმდინარეობს ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება.

მოცულობით ყველაზე დიდ ობიექტებში შედის ასევე,:1 სავაჭრო ობიექტი; 1 - რკინის კონსტრუქციების საწარმო; 4 მრავალბინიანი ოთხსართულიანი შენობა

ირკვევა, რომ რკინის კონსტრუქციების საწარმოს ააშენებს შპს ,,ჰუნანი''; მრავალფუნქციურ დასასვენებელ კომპლექსს შპს ,,ივერია'';

სურამში კოტეჯების სასტუმროს აშენებას გეგმავს შპს ,,ოუკლენდი''
Print

სტატიის გამოყენების პირობები