ახალი ამბები
ტინისხიდელები ჩივიან, რომ სოფლის სასაფლაოს მიწებს გორელები ქაოტურად იკავებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში სასაფლაოს ტერიტორიის ფართობი გაიზარდა. საფლავები სასმელი წყლის რეზერვუარს მიახულოვდა.

სოფელი გორთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ, ქალაქის მოსახლეობა, განსაკუთრებით კომბინატის დასახლებაში მცხოვრებლები მიცვალებულის დასაკრძალად ტინისხიდის მიწის ფართობს იყენებენ.

ტინისხიდელები ამბობენ, რომ დიდი ზომის მიწის ფართობებს თვითნებურად იკავებენ.

პრობლემის შესახებ გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს მარლენ ნადირაძეს ტინისხიდელებმა არაერთხელ აცნობეს. მარლენ ნადირაძე ამავე სოფლიდანაა.

,,საჭიროა სასაფლაოს შემოღბვა, რადგან ტერიტორიის გაფართოება ქაოსურად მიმდინარეობს. ამ სასაფლაოზე ათწლეულებია კომბინატში მცხოვრებლებიც ასაფლავებენ მიცვალებულებს. საფლავების გამოყოფა ხდება არაგეგმაზომიერად" - აღნიშნავენ ადგილობრივები.

მარლენ ნადირაძემ ამ საკითხზე გორის მერიაში რამდენიმე განცხადება გააგზავნა. თითქმის ყველა კრებაზე სასაფლაოს შემოღობვაში დახმარებას სთხოვენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები