ახალი ამბები
,,გორის ავტობუსი არ არის ტაქსი" - აცხადებს ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
,,გორის ავტობუსი არ არის ტაქსი, არც მიკროავტობუსი'' - აცხადებს გორის ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ზურაბ ჯირკველიშვილი.

მისი განმარტებით, ავტობუსი არ არის ის ტანსპორტი, რომელიც მგზავრებს ერთი სადარბაზოდან მეორეში გადაიყვანს.

,,ეს არის ძირითადად უბნებს შორის გადაადგილების საშუალება'' - განმარტავს სააგენტოს დირექტორი.

ეს განცხადება ზურაბ ჯირკველიშვილმა ადგილობრივი ტელევიზიის თოქ-შოუში გააკეთა.

გორის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ოპოზიციამ გორის ტრანსპორტის სააგენტოს მუშაობა გააკრიტიკა. საკრებულოს წევრების განმარტებით, ავტობუსი ხშირად აგვიანებს.

კერძოდ, არ ემთხვევა ტაბლოზე მითითებული მონაცემები განრიგს:

,,ეს ძირითადად, გამოწვეულია არასტაბილური კავშირით, როგორც მობილური ინტერნეტის, ასევე ჩვეულებრივი ინტერნეტ კავშირი.'' - აცხადებს ჯირკველიშვილი.

გორში 30 ავტობუსია შემოყვანილი.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები