ახალი ამბები
კასპში თეატრი იხსნება
კასპის საყმაწვილო თეატრი იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის კულტურის სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაარსდება თეატრალური სტუდია, სადაც 12 წლის ზევით ასაკის მოსწავლეები ისწავლიან.

სტუდიაში ახალგაზრდები შეისწავლიან: მსახიობის ოსტატობას, სასცენო მოძრაობას, მეტყველების კულტურას, ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა წარმოდგენებში, თეატრს ექნება გასვლითი სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და მონაწილეობას მიიღებენ თეატრალურ ფესტივალებში. საყმაწვილო თეატრში ჩატარდება შერჩევითი ტური 16 აპრილს, 11 საათზე კასპის ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში.

სტუდიას უხელმძღვანელებს, ქ.რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, პროფესიულ-დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მეტყველების კულტურის,აგრეთვე საჯარო სკოლების კინოხელოვნებისა და მუსიკის პედაგოგი, ეკატერინე ქვრივიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები