ახალი ამბები
,,2020 წლამდე არაფერი მომიპარავს'' - განაცხადა დაკავებულმა ბუღალტერმა
გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის ყოფილ დირექტორს, ლეილა წკრიალაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას პატიმრობაში ყოფნა ურჩევნია, რადგან ოჯახისა და საზოგადოების წინაშე ყოფნა არ შეუძლია.

,,ძალიან გთხოვთ მომიხსნათ ის ბრალდება, თითქოს 2020 წლამდე რამე მოვიპარე. მე 2020 წლამდე არაფერი მომიპარავს. ნახეთ ყველაფერი, გადარიცხვები, ხაზინაში... გთხოვთ, ეს ბრალდება მომიხსნათ.'' - განაცხადა ლეილა წკრიალაშვილმა.

პროკურატურის განცხადებით, მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა სს "თიბისი ბანკში" და სს "ლიბერთი ბანკში" გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.

ზემოაღნიშნული ხერხით მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985,13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ჩვენ ხელთ გვაქვს გორის მერიის 2019-2020 წლების შიდა აუდიტის დასკვნა.მ დასკვნის მიხედვით, გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში ყველა მხრივ ქაოსური მდგომარეობა იყო.

- ზედმიწევნით დაიცვას ბუღალტრის აღრიცხვისა და ანგარიშგების ფორმები.

- აიპმა თანხების ანაზღაურება მოახდინოს მხოლოდ მოწოდებული მომსახურების შემდეგ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.

- დაწესდეს კონტროლი თანხების ხარჯვასა და ათვისებაზე. ხარჯვა მოხდეს გეგმიურად.  შესყიდვების პროცესი განხორციელდეს კანონის შესაბამისად.

- ძირითად საშუალებებზე ინვენტარიზაცია ჩატარდეს შესაბამისი ფორმით.

- შემუშავდეს სტრატეგიული და წლიური გეგმები. შემუშავების პროცესში ჩაერთოდ ყველა თანამშრომელი, რათა ყველამ იცოდეს, რა არის სამსახურის გრძელვადიანი პერსპექტივა.თითოეულმა თანამშრომელმა მაქსიმალურად გაითავისოს დაკისრებული მოვალეობა და ჩაერთოდ მისი შესრულების პროცესში.

წლიური სამუშაო გეგმა გაიწეროს სრულყოფილად – შეტანილ იქნას ყველა საქმიანობა, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს მენეჯერს გააკონტროლოს საქმიანობა. მოწესრიგებული იქნეს თანამშრომელთა პირადი საქმეები, განხორციელდეს შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა და სისტემურობა. კანონთა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი შრომითი ხელშეკრულებები.



აიპიების მენეჯერის მოადგილეებმა საკურატორო სფეროს მიხედვით განსაზღვრონ რისკები და თითოეული თანამშრომლის ჭრილში ჩართონ კონტროლის მექანიზმები.

როგორც შიდა აუდიტის დასკვნაში წერია, სააგენტოს საქმიანობა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ შეამოწმეს:

,,შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციები შესრულებულია 68%-ით" - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. ამავა დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მოწესრიგდა მხოლოდ წესდებები და შინაგანაწესები; საქმისწარმოების პროცედურები, თანამშრომელთა პირადი საქმეები.

აქ არაფერია ნახსენები ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოების გაუმჯობესებაზე. დასკვნის ბოლოში დოკუმენტის შემდგენელმა მიუთითა, რომ შიდა აუდიტი მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას, რათა გაუმჯობესდეს ააიპებში ფინანსების მართვა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები