ახალი ამბები
,,გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა უმკაცრესად დაისჯება'' - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
,,საზოგადოებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მაღალი ინტერესი არსებობს, აქედან გამომდინარე მსურს მოსახლეობისთვის გავაკეთო მოკლე კომენტარი. როგორც იცით საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ყველა არსებულ კითხვას გაეცემა კომპეტენტური პასუხი. გარწმუნებთ, ვინც კანონს დაარღვევს, ყველა შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.''

ეს განცხადება გორის მერმა მას შემდეგ გააკეთა, როდესაც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები