ახალი ამბები
გორის სპორტსკოლაში თეა კეჩხუაშვილის შესახებ თანამშრომლები ახსნა-განმარტებებს წერენ
გორის სპორტსკოლაში თანამშრომლებს თეა კეჩხუაშვილის წინააღმდეგ ახსნა-განმარტებების დაწერას სთხოვენ.

საქმე  კალათბურთის სექციის მწვრთნელს ეხება, რომელსაც კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება მენეჯერთან მოუვიდა.

თეა კეჩხუაშვილი ამბობს, რომ მას არ უგრძელებენ ხელშეკრულებას, რომელსაც უკვე ორი კვირაა ელოდება. ,,ეს არის მეთოდი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს, იყენებდნენ.'' - აცხადებს კეჩხუაშვილი.

თეა კეჩხუაშვილმა დღეს გორის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართა წერილობით. იგი შესაბამის ხელშეკრულებას და ბრძანების ასლს ითხოვს.

,,ოცდაათვიანი ხელშეკრულების შემდეგ ითვლება, რომ თანამშრომელი მუდმივ შტატში გადის. მე ჯერ არავინ დამკავშირებია. მე უკვე უვადო ხელშეკრულებას ველოდები. ამიტომ, ოფიციალური დოკუმენტი მოვითხოვე წერილობით'' - ამბობს კეჩხუაშვილი.

სპორტის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი პურიჭამიაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი ირმა შერმადინი გვეუბნება, რომ ვაცალოთ, რადგან ამ საკითხზე მუშაობს.

თეა კეჩხუაშვილი მუშაობს სპორტულ სკოლაში, რომელიც ექვემდება სპორტის განვითარების სააგენტოს. ამ სკოლის მენეჯერი ბესო გიორგაშვილია. გიორგაშვილი განმრტავდა, რომ მას კადრების საკითხი არ ევალება და ეს სააგენტოს ხელმძღვანელის გადასაწყვეტია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები