ახალი ამბები
,,უკრაინის რადას წარმომადგენლებს შევხდით'' - გიგი ხოჯევანიშვილი
დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და უკრაინის რადას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ამ საპარლამენტო დელეგაციის წევრია.

,,ამ უმძიმეს პერიოდში, რომელიც ახლა უდგას უკრაინას, მათთვის თითოეულ სიტყვასაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ვიზიტი. ჩვენ გამოვუცხადეთ სოლიდარობა უკრაინასა და უკრაინელ ხალხს, ახლა მთავარია, რომ გვერდში დავუდგეთ მათ, რითიც შეგვეძლება, ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მტრის, რომელიც აწარმოებს სასტიკ და უსამართლო ომს უკრაინის წინააღმდეგ. რთულია, უყურო იმ განადგურებულ და მიწასთან გასწორებულ ქალაქებს, რომელიც რუსეთის ბომბებს შეეწირა. ამას არ აქვს არანაირი გამართლება და რუსეთს მოუწევს პასუხისგება იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა უკრაინელი ხალხის წინაშე.''- წერს გიორგი ხოჯევანიშვილი.

უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა და ევროინტერგაციის საკითხები.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება.

ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები.

მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას აჩვენებს", - წერს სტეფანჩუკი.

უკრაინის რადის თავმჯდომარემ თავის გამოქვეყნებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები