ახალი ამბები
ხაშურში სატვირთო მანქანის გასაღების ქურდობაში ბრალდებული გაამართლეს
2022 წლის 22 მარტს გაამართლეს ის პირი, რომელმაც სატვირთო ავტომანქანის მძღოლს გასაღები მოპარა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, გაუქმდა ხაშურის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, გასაღების ქურდობაში ბრალდებული 3000 ლარით იყო დაჯარიმებული.

შემთხვევა ქვიშხეთში მოხდა, სადაც გვირაბი გაყავდათ. თანამშრომლებს კამათი მოუვიდა. კამათის მიზეზი დავალიანება გახდა.

მოქალაქემ დავალიანების ამოღების მიზნით მანქანის გასაღები წაიღო. ხაშურის სასამართლომ ის 3000 ლარით დააჯარიმა.

ზემდგომ ინსტანციაში მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებით არ შეიძლება დადასტურდეს, რადგან მეტი მტკიცებულებებია საჭირო. ამიტომ, ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

შიდა ქართლის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა ბრალის დამტკიცება უშედეგოდ სცადა. მისი განმარტებით, გასაღებთან ერთად, მანქანების საბუთებიც იყო წაღებული, თუმცა მან ვერ ერთი და ვერც მეორე დაამტკიცა. მოწმეებმა აღნიშნს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაუნახავთ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები