ახალი ამბები
6 წელი მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ქარელის გზაზე 16-წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა
,,მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს ევალებოდა ქვეითზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, განსაცდელში მიატოვა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. მიღებული დაზიანებების შედეგად გ. გ. ადგილზე გარდაიცვალა.“ - განაცხადა სასამართლომ, რომელმაც ქარელის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმე განიხილა.

ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა, რომ გადასინჯულიყო ხაშურის რაიონულის სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენი. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა როგორც ხაშურის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქარელის მიმართულებით გამავალ საავტომობილო გზაზე, მთვრალი ტ. ს. მოძრაობდა კუთვნილი „ნისან იქსტერას“ მარკის ავტომანქანით.

,,გზის ხსენებულ მონაკვეთზე მოძრაობისას მძღოლმა ტ. ს-მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მიმართულების მოძრაობის ზოლში, სადაც ავტომანქანის წინა, მარცხენა ნაწილით შეეჯახა მისი თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ ქვეით მგზავრს, 2003 წელს დაბადებულ გ. გ-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აღმოჩნდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. „“ - აღნიშნა პროკურორმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები