ახალი ამბები
ხაშურის რამდენიმე სოფელში ბეტონის გზა სრულად არ დააგეს
ხაშურის რამდენიმე სოფელში ბეტონის გზა სრულად არ დააგეს. ამის გამო კომპანია ,,ზე ინდეფენდენთ ბიზნეს გრუპი" შავ სიაში შეიყვანეს.

ხაშურის მერიის ცნობით, სამუშაოები 75%-ით შეასრულა.

2021 წლის 12 ივლისს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 91 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეესრულებინა.

ხელშეკრულების ღირებულებად განსაზღვრული იყო 179 000 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2021 წლის 15 ნოემბერი.

ხელშეკრულებაში გეგმა-გრაფიკი რამდენჯერმე შეცვალეს, ვადა - 2022 წლის 10 იანვრამდე გაიზარდა.

,,ადგილზე დათვალიერების აქტით ირკვევა, რომ მიმწოდებელს, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბულბულისციხეში, მონასტერში, ბეღლეთში, ყიფიანთუბანში, უწლევში – სამუშაოები არ ჰქონდა დასრულებული."" - ასე წერია 2022 წლის მარტის ოქმში. ამ ოქმის საფუძველზე კომპანია შავ სიაში შეიყვანეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები