ახალი ამბები
გორის მე-12 სკოლაში უკრაინელი ორი მოსწავლე ჩაირიცხა
გორის მე-12 სკოლაში ორი ახალი მოსწავლე მიიღეს.

ესენი არიან გიორგი კარავანი და ანტონ ლებედენკო. გიორგი პირველ კლასში, ხოლო ანტონი მეექვსე კლასში ჩაირიცხა.

,,ჩვენს სკოლაზე გააკეთეს არჩევანი იმიტომ, რომ ტერიტორიულად ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ'' - აცხადებს რუსუდან ლომიძე, სკოლის დირექტორი.



სკოლებში გამარტივებული წესით უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვა მიმდინარეობს.  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები