ახალი ამბები
ღარიბაშვილი: ,,ჩვენ ვართ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი"
პარტია "ქართული ოცნება" დაფუძნებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა.

"ზუსტად ათი წლის წინ, 2012 წლის 21 აპრილს გაიმართა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი კრება. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველ ხალხთან ერთად დაფუძნდა ჩვენი პარტია, რომელმაც შესაძლებელი გახადა ქვეყანაში ავტოკრატიული, მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოგვეცილებინა და საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება დაგვეწყო.

"ქართულმა ოცნებამ" ადამიანი და მასზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებად გამოაცხადა და ამ კურსიდან არასდროს გადაუხვევია. ჩვენი პოლიტიკური ძალა ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის პატივისცემაზე დგას, განუხრელად იცავს კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლიერებს. ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი და მედია, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ვითარება უკეთესობისკენ არის შეცვლილი და საქართველო ჩვენი ხელისუფლების პირობებში უფრო და უფრო უახლოვდება ერთიან ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას.

ჩვენ ვართ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი", - წერს ღარიბაშვილი.

ფოტო არქივიდან: ,,ქართული ოცნების'' პირველი აქცია გორში, 2012 წელი
Print

სტატიის გამოყენების პირობები