ახალი ამბები
ქარელის სოფელ დირბში 22-წლის მამაკაცი მოკლეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22-წლის მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევა 24 აპრილს, აღდგომის დღეს მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები