ახალი ამბები
კასპში დასუფთავების მანქანამ 80 წლის ასაკის ქალი იმსხვერპლა
კასპში დასუფთავების მანქანა ქალს დაეჯახა. 80 წლის ასაკის ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა დღეს ქალაქის ცენტრალურ, სააკაძის ქუჩაზე მოხდა. 

ტერიტოროაზე დამონტაჟებულია სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები. ასევე, ამოღებულია კამერის ჩანაწერები, რომელიც მერიის შენობაზეა განთავსებული.

როგორც ირკვევა დასუფთავების სამსახურის მანქანა მოძრაობდა დაღმართზე. გამოძიება დაადგენს, რატომ ვერ აიცილა მძღოლმა საგზაო შემთხვევა.

გამოყენებულია თემატური ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები